დეკლარაცია (Georgian)

ჩვენ, აივ ინფექციით დაავადებულნი  და ზარალებულნი ვაცხადებთ  რომ ჩვენ უფრო მეტნი ვართ , ვიდრე უბრალოდ ციფრები. ჩვენ გვაქვს საჭიროებანი, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს.  დროა, დასრულდეს ჩვენი დევნა. ჩვენ ვითხოვთ სრული ვალდებულების აღებასა  და პატივისცემას ყველა  დაინტერესებული მხრიდან,  რომელთაც მივმართავთ ამ დეკლარაციით.

ძირითადმა განმარტებამ,  გარკვეული ჯგუფისა შესაძლოა ცვლილება განიცადოს დროსა და კონტექსტში: დაფუძნებით ეპიდემიოლოგიურ მტკიცებულებებზე , გეოგრაფიაზე,  სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოზე.  ადამიანები ცხოვრობენ შიდსით , გეი ადამიანი, რომელსაც აქვს სექსუალური კავშირი სხვა გეი მამაკაცთან, (MSM), სექს მუშაკები, ტრანსგენდერი ადამიანები, ადამიანები, რომელნიც დაინფიცირდნენ ნაკოტიკული პრეპარატების მოხმარებისას, (PWID) და პატიმრები, რომლებიც მიიჩნევიან ყველაზე დაზარალებულ ჯგუფად(KAP) გლობალური აივ მაჩვენებლებით. ამასთანავე, ჩვენ ასევე მოვიაზრებთ  მკვიდრს და რასობრივ ჯგუფებს, ქალებს და გოგონებს, ახალგაზრდობას, მიგრანტებს და  ლტოლვილებს, როგორც  მოსახლეობა, რომელნიც უნდა იყვნენ გათვალისწინებულნი  სავარაუდო ჯგუფებად შესაძლო დაინფიცირებისა  სხვადასხვა კონტექსტში.

ამ დეკლარაციაში, ჩვენ  ვითხოვთ ძალას დენვერის(Denver principle) “არაფერია ჩვენთვის, ჩვენს გარეშე” და GIPA -ს პრინციპებს. ჩვენ მოვითხოვთ რომ ისინი იყოს აღიარებული ეპიდემიის განვიათრებისა და ბოლო სამეცნიერო წარმატებული პასუხების რეაგირებაზე   აივ /შიდსთან დაკავშირებით და  ფსიქიკური და ფქიოლოგიურ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ეს ყოველივე განხორციელდება KAP -ის  ინტეგრირებითა და დანერგვით ყოველდღიურ  ინდივიდთა ცხოვრებაში, გადაწყვეტილების მიმღებასა და კვლევების დაფინანსებაში, ზრუნვაში, პოლიტიკური აქტის მიღებასა და მის დანერგვაში.  ჩვენ ვართ ის მნიშვნელოვანი აგენტები,  სუბ ჯგუფის  სპეციფიკური საჭიროებების შესახებ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ  ეპიდემიის შედეგად და საჭიროებენ  შესაბამის რეაგირებასა და ზრუნვას.

 

რას ვითხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებსიგან:

  1. აღიარებულ იქნას რომ შიდსის ეპიდემია არ  დასრულდება  მანამ სანამ აივ ინფიცირებული ჯგუფი  განიცდის დისკრიმინაციას, უარყოფას, პატიმრობას, გასამართლებასა და მოკვლის ალბათობას ,  მოხდეს ადვოკატირება  რომ იქნას KAP(knowledge, attitude, practice)-ის მიერ მინიჭებული უფლებები რეალიზებული და პატივცემული, როგორც გლობალურად, ასევე რეგიონალურად,  ეროვნული ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიერ.
  2. უნივერსალურად მოხდეს ადაპტირება U=U კონსესუსის განცხადების რომ არ გამოვლენა  ზრდის გადამდები დაავადებების  რისკს სექსუალური კონტაქტის დროს, გამოიყენოს არსებული სამეცნიერო ფაქტად,  როგორც ბერკეტი,  რათა მოხდეს დაფინანსების გაზრდა გლობალურ მასშტაბზე  აივისა და შიდსის ეპიდემიის საპასუხოდ, განვითარდეს საყოველთაო  ხელმისაწვდომობა მკურნალობის სერვისებზე.
  3. მოვუწოდებთ UN გაეროს სააგენტოს გადადგას ნაბიჯი და ადვოკატირება მოახდინოს KAP-ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საბჭოს და პერსონალის სტრუქტურებში გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა გაძლიერდეს  KAP- ის ქვეყნები  და ადგილობრივი დონის ორგანიზაციები, ასევე,   მკაცრად შეეწინააღმდეგოს გაეროს წევრ სახელმწიფოთაგან მიღებულ ყველა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს რომელიმე  თემის ამოღებას  გაეროს ოფიციალური დეკლარაციებიდან.
  4. მოხდეს ადვოკატირება უნივერსალურ ეფექტური მკურნალობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით , პრევენციის გზებზე, დიაგნოსტირების საშუალებებზე და ხარისხიან ჯანდაცვის სერვისზე.
  5. მოხდეს ყურადღების გამახვილება ე.წ ”უჩინარ მოსახლეობაზე” . ასეთი ადამიანები და ჯგუფები არ ჩანან ფორმალურ და ადგილობრივი ქვეყნების მონაცემებში (მაგალითად, MSM, ტრანსგენდერი ადამიანები, სექს მუშაკები,  მიგრანტები და ლტოლვილები, PWID -ი იმ ქვეყნებში, სადაც ისინი კრიმინალიზებულია). მოხდეს მათი მონაცემების შემუშავება  და ასევე ,  KAP-ის  ასევე შესაბამისი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა და კანონმდებლობა, რომელიც მიზნად დაისახავს ამ ჯგუფთა  ჩართვას ადგილობრივ საქმეებში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
  6. გაძლიერდეს ალიანსი და ადვოკატირება საერთაშორისო ორგანიზაციების მასშტაბით, განსაკუთრებით, საერთაშორისო ლჯბტ ორგანიზაციების და გლობალ აივ აქტივისტების, მათ შორის ტუბერკულოზის, ჰეპატიტის, მალარიისა და უნივერსალური ჯანმრთელობის დაცვის აქტივისტების და მათი ორგანიზაციების.
  7. მოხდეს განხილვა და დაკავშირება მკვიდრ მოსახლეობასთან , როგორც მნიშვნელოვანი აქტორები გლობალური აივ/შიდსის დასაძლევად , პატივი სცენ უფლებებსა და თვითგამორკვევას და მიიღონ საერთაშორისო მკვიდრ აივ/შისის საზოგადოების 10 პუნქტიანი დეკლარაცია. (IIHAC 2017).

 

რას ვითხოვთ პოლიტიკური ლიდერებისგან და მთავრობებისგან:

  1. აივ ინფექციის / შიდსის, ჰეპატიტის, მალარიისა და ტუბერკულოზის ეპიდემიის დასრულების მიზნით, რომლის თარიღადაც განსაზღვრულია 2030 წელი, ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებების დაჩქარება და გატარება.  აივ / შიდსით დაავადებულ ან დაზარალებულთათვის ფიზიკური, სექსუალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების უმაღლესი სტანდარტის უზრუნველყოფა.
  2. უზრუნველყოფილ იქნას აივ ინფექციით მცხოვრები ან დაზარალებული  ადამიანების აქტიური სრულფასოვანი  ჩართვა სამოქალაქო , პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ,  ყოველგვარი წინარწმენების, სტიგმის, დისკრიმინაციისა და დევნის გარეშე.
  3. მიიღებულ იქნას ყველა ზომა, რათა შემუშავდეს და განხორციელდეს ლოკალური და ქვეყნისთვის სპეციფიური პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება უახლეს სამეცნიერო მტკიცებულებებზე აივთან მიმართებით და მასთან დაკავშირებულ სხვა ინფექციებზე  და PREP-ის, მოხდეს  აღიარება რომ PLHIV-ი,  რომლის ვირუსული დატვირთვა დღეს უკვე ნაკლებ სავარაუდოა და  აღარ კვალიფიცირდება ინფექციად.
  4. მოხდეს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვისათვის შესაბამისი ზომების გატარება ისე, რომ ხელი შეეწყოს   კვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობას , აივ ინფექციისა და მასთან დაკავშირებული ინფექციების მკურნალობას.
  5. გაუქმებულ იქნას ყველა ის კანონი , რომელიც კრიმინალიზირებას ახდენს KAP-ის დებულებას , რომლებიც ეხება სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, რასის, საცხოვრებელი ადგილის, ნარკოტიკების მოხმარების, სექს მუშაობის, აივ სტატუსისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად დაკავშირებულ კანონებს.
  6. უზრუნველყოს მომსახურებისა და სერვისების  მიწოდება და უფლებამოსილმა ხელმძღვანელებმა  ადგილობრივ დონეზე, უზრუნველყონ ინვესტიციის გაზრდა ადგილობრივ დონეზე, რათა ხელი შეეწყოს   სამიზნე  მოსახლეობის ინიციატივებისა და ქსელების , კავშირების  ჩამოყალიბებასა და მათ გაზრდას.
  7. დაჩქარდეს უნივერსალური ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის სერვისი,  მათ შორის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აივ ინფექციის, ტუბერკულოზის, ვირუსული ჰეპატიტისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ინტეგრირებული მომსახურებების ჩათვლით.

 

რას მოვითხოვთ სამეცნიერო საზოგადოებისგან:

  1. ჩატარდეს და პრიორიტეტი მიენიჭოს ინოვაიცურ კვლევას, ორივე სამედიცინო და სოციალურ მეცნიერებებში, ისეთ არეებში, სადაც არის მონაცემების გარეშე დარჩენილი არეალები მაგალითად, აივ ინფექციის განკურნება, ვაქცინები და სხვა ახალი პრევენციის საშუალებები, გენდრული განსხვავებები, ასაკი, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ბავშვები/არასწრულწლოვნები, ცხოვრება აივ შიდსთან ერთად, ურთიერთქმედება ჰორმონებსა და  ჩანაცვლებადი თერაპია,  MTCT და ძუძუთი კვება, აივ ინფიცირებულნი და კომორბიდები განსაკუთრებით ასაკობრივ მოსახლეობაში და სხვა პრევენციული მკუნალობები.
  2. განვითარდეს ისეთი კვლევითი პროგრამები, რომლებიც ფოკუსირებას მოახდენენ KAP-ის მიერ სასურველი  ჯანმრთელობის ინდექსის სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებისა და კულტურაში, მათ შორის მიგრანტების, ქალების, MSM, პარიზის დეკლარაცია 2017-ის, სექს-მუშაკების, პატიმრების, PWID- ის, ტრანსგენდერისა და ინტერსექსი ინდივიდების.
  3. უზრუნველყოფილ იყოს მკვლევარებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება და მათ შორის ანონიმური, უსაფრთხო მონაცემების გაზიარება. ჩართულნი იქნან KAP-ის წარმომადგენლები კვლევის ეთიკის კომიტეტებში, პროტოკოლის გუნდებსა და კვლევის დღის წესრიგის შემუშავებაში, ისევე როგორც  კვლევის შედეგების გაზიარებაში არსებულ  თემებთან.
  4. განვითარებულ იქნას მტკიცებულებებზე დაყრდნობილი და  ცალკეული მონაცემები, რომელიც ღირებულს გახდის პრევენციასა და მკურნალობას.

 

რას მოვითხოვთ სამედიცინო საზოგადოებისგან:

  1. უნივერსალურად მოხდეს მიღება U=U კონსესუსის განცხადება გამოვლენასთან დაკავშირებით და გამოიყენოს მოცემული სამეცნიერო ფაქტი, როგორც ბერკეტი, რათა  გაიზარდოს ინვესტირება გლობალურად აივ /შიდსის რეაგირების, უნივერსალური  მკურნალობის ხელმისაწვდომობისა და ზრუნვის მიზნით.
  2. მოხდეს KAP- ის ორგანიზაციებსა და ჯანდაცვის პროვაიდერებს შორის კავშირების გაძლიერება, ხელმისაწვდომი და კულტურულად მისაღები პოლისისა და სერვისების შექმნა, მკურნალობის გეგმითა, კვლევებისა და ანგარიშებით, როგორც ადგილობრივ , ისე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე,
  3. შემუშავებულ იქნას KAP-ის ჯგუფისთვის ბიო სამედიცინო მიდგომებით, როგორიც არის TasP, PEP და PREP, კომბინირებული პრევენცია და ასევე, დიფერენცირებულ უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა აივ ინფექციაზე მიმართული.
  4. დამთავრდეს ტრანსგენდერი ადამიანების ფსიქიატრიზირება  და უზრუნველყოფილ იყოს მათთვის ხარისხიანი, დადებითი, დისკრიმინაციისგან თავისუფალი ჯანდაცვის სერვისების მოწოდება  და მხარდაჭერილ იყვნენ ისინი  გარდამავალ ეტაპზე.
  5. მოხდეს უნივერსალური სექსუალური ჯანმრთელობის სწავლების ტსეტირება და  მკურნალობის  ხელმისაწვდომობა KAP-ის ჯგუფის წევრთათვის,  მათ შორის დიფერენცირებული მიდგომების, მაგალითად,  მოხდეს რეგულარული მონიტორინგი  ART ან  PrEP-ის,  ჰორმონალური თერაპიის ხელმისაწვდომობა ტრანსგენდერი ადამიანებისადმი,  ადრეული მკურნალობა და ახალგაზრდებისათვის და მოზარდების თავდაცვის საკითხის მნიშვნელობა.
  6. უზრუნველყოფილ იქნას ყოვლისმომცველი და დიფერენცირებული მიდგომა სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პრევენციისა  და  მკურნალობის სხვადასხვა  ვარიანტების,  პიროვნების სიცოცხლის ხარისხის შესახებ და უზრუნველყოფს საიმედო მომსახურების კოორდინაციას.
  7. უზრუნველყოფილ იქნას ინკლუზიური, სტიგმისგან თავისუფალი მომსახურება, განათლება KAP- სთვის და მათი პარტნიორებისათვის, რომლებიც პატივს სცემენ თვითგამორკვევისა და სხეულის ავტონომიის უფლებას.

 

რას ვითხოვთ ფარმაცეპტული კომპანიებისგან:

  1. შეწყდეს ყალბი პატენტი პრეპარატების გამოყენება   და ამოღებულ იქნას ხმარებიდან   პედიატრიული აივ პრეპარატებიდან.
  2. შეიქმნას სამართლიანი სისტემა, რომელიც დაიცავს პაციენტის უფლებებს , რაც საშუალებას იძლევა ადრეული ხელმისაწვდომობას ინოვაციურ ნარკო პრეპარატებზე იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ვერ ახერხებენ დაპატენტებული პრეპარატების  შეძენას.
  3. იყოს გამჭვირვალე R&D, იარსებოს სამართლიანმა ჯანდაცვის სისტემამ, რათა იყოს მდგრადი და ბაზისურად ხელმისაწვდომი ყველა LMIC-ის დაუცველი მოსახლეობისათვის.
  4. გაფართოვდეს და გაიზარდოს ადრეული გამოვლენის პროგრამები მაგ. ნებაყოფლობითი ლიცენზიების მინიჭება ყველა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის და მთავრობებთან გამჭვირვალე ფასების მოლაპარაკებების უზრუნველყოფა.
  5. დაიწყოს აქტიური მუშაობა მკურნალობის, ტესტირებისა და პრევენციის უნივერსალური ხელმისაწვდომობისათვის, რათა მედიკამენტებისა და დიაგნოსტიკის გზით აივ და ქრონიკული მოხმარების პრეპარატები ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაუცველი მოსახლეობისათვის.
  6. ფარმაცევტულმა კომპანიებმა უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა მთავრობებთან, ჯანდაცვის სისტემებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და KAP-თან თანამშრომლობით, უზრუნველყონ PLHIV- ის მკურნალობის ხელმისაწვდომობა.
  7. შეიქმნას დიალოგი KAP-ის თემებთან ყველა ქვეყანაში და გაიზარდოს ინვესტიციები ადგილობრივ მოსახლეობასთან დაკავშირებული აივ ინფექციურ პროგრამებსა და საქმიანობაში.

 

რას ვითხოვთ დონორებისგან:

  1. მოხდეს ინვესტირების ზრდა პოლიტიკაში ცვლილებების გასატარებლად და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გაზრდა , რომლებიც   აქცენტირებას აკეთებენ   KAP-ის  ადამიანის უფლებების შესახებ, როგორიც არის დეკრიმინალიზაცია სექს მუშობის, ერთსქესიანთა კავშირის, განსხვავებული გენდერული იდენტობების, გამოხატულების თავისუფლებისა და ნარკოტიკების მომხმარებლებთან  მიმართებით.
  2. გაიზარდოს შენატანი განვითარებული ქვეყნებიდან გლობალურ ფონდში(UNAIDS  მიზნების გათვალისწინებით, რაც მოიაზრებს 2030 წლამდე  ეპიდემიის დასრულებას), რათა მოცემულმა  ქვეყნებმა ირწმუნონ რომ  აივ სერვისები და KAP ორგანიზაციები სრულად დაფინანსებულია და  ხელი შეუწყონ ეროვნულ დონეზე სერვისებზე ხელმისაწვდომობას.
  3. აივ ინფექციის ადრეული პრევენციისთვის,  მკურნალობისათვის და  განკურნებისთვის საჭირო კვლევებისათვის  დაფინანსების გაზრდა.
  4. ძირითადი დაფინანსების გაზრდა KAP-ის საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის, თემთა ხელმძღვანელობამ ხელი უნდა შეუწყოს KAP-ისა და PLHIV- ის შეთანხმებულ  ხელმძღვანელობას იქნება ეს -მიზნობრივი სამიზნე კვლევა თუ  ადვოკატირება  და ხარისხიანი  სერვისის მიწოდება.
  5. გაიზარდოს ინვესტირება, ზრუნვა და მხარდაჭერა PLHIV-ის მიმართ, მათ შორის თანაარსებული ინფექციების,  როგორიც არის ფსიქიკური ჯამრთელობა და ზოგადი კეთილდღეობა.  ასევე,  ინვესტირება ახალგაზრდული  პროგრამების,  რომლებიც კონცენტრირებულნი არიან  სექსუალურ ჯანმრთელობასა და სექსუალურ განათლებაზე.

 

რას ვითხოვთ საკუთარი თემისგან:

  1. ბრძოლას ყველანაირი დისკრიმინაციის მიმართ, მათ შორის თემის შიგნით (მაგალითად, ჰომოფობია, ტრანსფობია,  რასიზმი,  ქსენოფობია,  სექსიზმი, სეროფობია,  სექს მუშაკებისა და ნარკო მომხმარებლების მიმართ) და  ხელშეწყობას სექსუალურ და რასობრივ სუბ ჯგუფების ჩართვასა და  მონაწილებას  საზოგადოებრივ აქტივობაში.
  2. ყველა KAP ორგანიზაცია მუშაობდეს სოლიდარულად PLHIVდა AIDS , აივ/ ჰეპატიტი/ტუბერკულიოზი ეპიდემიაზე,  რათა შეწყდეს სტიგმა და დისკრიმინაცია, შეჩერდეს კრიმინალიზირება აივ შიდსის გადადების  და მოხდეს  ადვოკატირება სადამსჯელო კანონების წინააღმდეგ, რომელიც ხელს უშლის აივ მომსახურებების ხელმისაწვდომობას.
  3. შეიქმნას თანამშრომლობა და გაერთიანება ძალების KAP-ის წარმომადგენლებს შორის, რათა ერთად იბრძოლონ  შიდსის და  აივ/ჰეპატიტი/ტუბერკულიოზის ეპიდემიების დასაძლევად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  4. იმისათვის რომ მოხდეს და შემუშავდეს მდგრადი პოლიტიკის შექმნა და წარმართვა აივ პროგრამების  ადგილობრივ, ეროვნულ , რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე, ამისათვის უდა მოხდეს მათივე  ჩართვა  ქსელის ინიციატივებში და მონაწილეობის მიიღება კონფერენციებზე, რათა აქტიურად გამოიკვეთოს ჯგუფის საკვანძო პრიორიტეტები და საჭიროებები.
  5. ძველი და ახალი გამოწვევების შესახებ უფრო ინოვაციური აზროვნების უზრუნველყოფა, ახალი წევრებისა და ახალგაზრდა აქტივისტების ჩართვა და ადვოკატირება : მათი მოსმენა, მხარდაჭერა და ტრენინგის უზრუნველყოფა, რათა მათ მოახერხონ საკუთარი თავის დამკვიდრება გლობალურ მოძრაობებში .
  6. იცოდნენ ადგილობრივი აივ ეპიდემიის შესახებ, მისი დინამიკა და სოციალური დეტერმინატები, განსაკუთრებით კი გზები რომლებიც KAP -იზე ახდენს გავლენას. იმისათვის რომ მოხდეს სწორი ინფორმაციის გავრცელება და  უზრუნველყოფა ტრენინგების ჩატარების თემში, (მაგალითად, უკანასკნელი სამეცნიერო პროგრესის შესახებ). ჩვენი მთავრობების უფრო მეტად ანგარიშვალდებული პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების მიღებაში დარწმუნება , დაფინანსების და მკურნალობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და ადვოკატირება დარწმუნებისთვის აივ მკურნალობის  უნივერსალურ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

 

Translation of material make by Union Women Center  Tbilisi-Georgia  (WWW.WOMANCENTER.ORG.GE)